Search
  • Echolize Team

ინფლუენსერ მარკეტინგი კრიზისის დროს (COVID-19)



ახალი ინდუსტრიისთვის კრიზისი რაღაც მომენტში ყოველთვის დგება. თუმცა, თავდაპირველად თითქოს ყველაფერი კარგად მიდის: მეტი მომხმარებელი, მეტი ინვესტორი, მეტი ფული. ჩნდება იმის შეგრძნება, რომ პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. ეს ზოგს უქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ დაღმასვლა არასდროს იქნება და არ ფიქრობენ ახალ გზებზე.

ონლაინ რეკლამის სამყარო სწორედ ამ მომენტში განიცდის კრიზისს. 2008 წლის ბოლო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კომპანიები, როგორიცაა Facebook და Google, გადაიქცნენ გლობალურ კორპორაციებად, რეკლამირების საფუძველზე შექმნილი ბიზნეს მოდელებით. უამრავი ვებ – გვერდი ფინანსდება რეკლამით. ახლა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება თითქმის ყველა კომპანიის ნაწილია და გავლენის შემქმნელი პირებიც კი, რომლებიც თავდაპირველად იცინოდნენ ამ ყველაფერზე, ახლა კორპორაციული მარკეტინგის სტრატეგიების ბუნებრივი ნაწილი გახდნენ.

რომელი კომპანია რა სახის ვარდნას განიცდის, ჯერ ამაზე სრული წარმოდგენა არ არსებობს, რადგან ზუსტად არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი. Socialbakers პლატფორმის მონაცემების თანახმად, სარეკლამო ფასები - ინდუსტრიული თვალსაზრისით, Facebook-სა და Instagram- ში მარტის შუა დღეებში რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა, ეს ბუნებრივია დამოკიდებულია ინდუსტრიაზე. მას შემდეგ, შესაძლოა, მათმა ფასებმა კიდევ უფრო დაიკლოს. ანალიზების მიხედვით იგივე ეხება ბრენდების სარეკლამო ხარჯვას. საშუალო სარეკლამო ინვესტიციები Facebook- სა და Instagram- ზე დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. აღმოსავლეთ აზიაში, ხარჯები კვლავ სტაბილური რჩება.

ბევრი ექსპერტი გაოცებულია ინფლუენსერების ცხოვრების პირობებით. ”ჩვენთვის მცირე კრიზისია” - ამბობს სააგენტო All In– ის ხელმძღვანელი კევინ ტუვე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენის შემქმნელი ადამიანია. მოთხოვნა უბრალოდ შეიცვალა, ამბობს ტევი. „გარკვეული სექტორები, რა თქმა უნდა, ახლა ნაკლებად რეკლამირებენ, მაგრამ დამკვიდრდა ახალი ტენდენციები, მაგალითად სტრიმინგი ან თამაშების ინდუსტრია. ჩვენ ახლა ისე ვესაუბრებით მომხმარებლებს, რომლებთან მსგავსი კონტაქტი არასდროს გვქონია. ზოგიერთი კომპანია ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მეტ ინვესტიციებს დებს Instagram- ზე ცნობილი პირების რეკლამირებაში." მსგავსი ტენდენცია მათთვის არის როგორც ახალი შანსი, რომელსაც მაქსიმალურად იყენებენ. წყარო ავტორი:

გიორგი ჭანტურიძე

giorgitchanturidze@influence.ge

85 views

GET IN TOUCH

or just drop by our office at FABRIKA - 8 Ninoshvili Street

+995 551 633 223

giorgi

Find us on Facebook

© Influens Georgia LLC , company registration number 405194720, 73 Lvovi st. (office at 8 Ninoshvili), Tbilisi Georgia. All rights reserved 2020