Search
  • Giorgi Tchanturidze

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) კორონავირუსის დროს



კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) კარგად ნაცნობი მეთოდიკაა იმისა, თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს ბრენდებს თავიანთ მომხმარებლებთან. საერთო სოციალური სიკეთის მხარდაჭერამ დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით დღეს, ასეთ მძიმე პერიოდში მოიპოვა.

CSR არ არის მხოლოდ სწორი და კეთილი საქმის კეთება, ეს გზა ბიზნესს საშუალებას აძლევს მომხმარებლებთან ურთიერთობა გაიღრმავოს. დაანახონ მათ, რომ ყოველი რიგითი მომხმარებელი მათი უწყვეტი ჯაჭვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მძიმე დროს მზად არიან გვერდში დაუდგნენ მათ.

CSR კამპანიები დიდი კორპორაციებისა თუ პატარა ბრენდებისათვის უცხო ნამდვილად არაა. მეოცე საკუნიდან მოყოლებული ბრენდებს ჩამოუყალიბდათ კორპორატიული პასუხისმგებლობის კულტურა.

თუმცა, სიტუაცია შედარებით შეცვლილია დღევანდელ რეალობაში. ფაქტობრივად არ არსებობს სექტორი, რომელმაც პანდემიის გამო ზარალი არ განიცადა ან უკან მოუწია დახევა ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ნავიგაციისას.

ასევე, წარმოიშვა მოკლევადიანი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა მოგვარებაც ძალიან გამარტივდა კორპორატიული პასუხისმგებლობის ფასეულობათა გამოყენებით.

CSR-ის მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის (მომხმარებლის) თანაგრძნობა, ურთიერთგაგება და დახმარება, როგორც მორალური, ისე ფინანსური კომუნიკაციით. გაანალიზება ბრენდის მხრიდან იმისა, რომ თუ კი დიდ კორპორაციას უჭირს მსგავს კრიზისებთან გამკლავება, მცირე ინდივიდებისთვის ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმაა.

მსგავსი ნაბიჯი ბრენდებსა და კომპანიებს ერთგვარ მომგებიან პოზიციაში ამყოფებენ, რადგან ამ დროს მომხმარებლების ნდობა ბრენდის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა კრიზისი საბოლოოდ დაიძლევა, კომპანიას ეყოლება ძველი და ახალი, კიდევ უფრო ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც დაიწყებენ ფულის ხარჯვასა და დაბანდებას ამ ბრენდში.

წყარო

ავტორი:

გიორგი ჭანტურიძე

giorgitchanturidze@influence.ge


0 views

GET IN TOUCH

or just drop by our office at FABRIKA - 8 Ninoshvili Street

+995 551 633 223

giorgi

Find us on Facebook

© Influens Georgia LLC , company registration number 405194720, 73 Lvovi st. (office at 8 Ninoshvili), Tbilisi Georgia. All rights reserved 2020