Search
  • Echolize Team

მარკეტინგის ცვლილების 6 გზა


მარკეტინგის ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენა უკვე ძალიან იგრძნობა. ფაქტობრივად კომპანიებმა სრულიად შეცვალეს თავიანთი მიდგომები, გავრცელების გზები და მარკეტინგული ბიუჯეტიც კი.

კრიზისის გამო ისინი ერიდებიან დიდი თანხების გადახდას რეკლამაში. Google-მა და Facebook-მა განაცხადა, რომ კრიზისის პერიოდში მათ უკვე დაკარგეს 44 მილიონ დოლარამდე, რომელიც რეკლამებიდან უნდა მიეღოთ.


როდესაც კომპანიები მზად იქნებიან კვლავ დაიწყონ ფულის დახარჯვა რეკლამაში, მოუწევთ ბევრი რამ გაითვალისწინონ. უპირველეს ყოვლისა, მათ მხედველობაში უნდა ჰქონდეთ მომხმარებლის ქცევა, რომელიც რადიკალურად შეიცვალა იზოლაციის დროს.


ბოლო რამოდენიმე კვირაზე დაკვირვებით, გამოიკვეთა ექვსი ძირითადი მიმართულება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მარკეტინგი:



1. დისტანციური მუშაობა გადაიქცევა ჰიბრიდულ მუშაობად


დისტანციური მუშაობის ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელი მკვიდრდებოდა. კორონა ვირუსის გავრცელებამ კი ამ ტენდენციის დამკვიდრებას საბოლოოდ შეუწყო ხელი და კომპანიების უმეტესი ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ მუშაობაზე გადავიდნენ. ვირუსის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი ბუნებრივია დაუბრუნდება მუშაობის ძველ რიტმს, თუმცა დისტანციური მუშაობა კვლავ აქტუალური იქნება.


კრიზისმა ასევე აჩვენა, რომ მსგავსი ფორს-მაჟორული სიტუაციის დროს ბევრად მოსახერხებელია სააგენტოებთან თანამშრომლობა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოსტ-კორონა პერიოდში, დისტანციური მუშაობის მოდელი კვლავ განაგრძობს დამკვიდრებას, თუმცა ჰიბრიდულ მოდელს უფრო მეტი გამოიყენებს.



2. ტრადიციული მარკეტინგი თითქმის აღარ იარსებებს


კორონავირუსის კრიზისმა წარმოუდგენელი სიჩქარით მოახდინა გავლენა ბევრ ქვეყანაში არსებულ მარკეტინგულ კომპანიებზე, მცირე დროშიც კი ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო კრიზისს და ჩამოიშალა.


მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს შეეძლოთ თავიანთი ციფრული კამპანიების ადაპტირება რეალურ დროში, ტრადიციული მარკეტინგის არსებობა შეუძლებელი გახდა. საქმე ეხება ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, მათ ისე ამოწურეს რესურსები და გაქრნენ, რომ მომხმარებლებს არც კი შეუმჩნევიათ ეს.


მაგალითად რომ მოვიყვანოთ MGM Studio, მათი გადაწყვეტილება, რომ გადაედო ფილმ ”No Time to Die”-ს გამოშვება, ასევე შემდეგი ფილმი ჯეიმს ბონდზე, კომპანიას დაუჯდა 30-50 მილიონი დოლარი, რომელიც ბეჭდურ და სატელევიზიო რეკლამაში ჰქონდათ გადახდილი. ასევე - 4,5 მილიონი დოლარი Super Bowl-ის სატელევიზიო ჭრის ჩათვლით.


ამის საპასუხოდ, ბევრმა კომპანიამ შეძლო და მოცემული კრიზისი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ისინი მთლიანად გადაერთვნენ ციფრულ მედიაზე და ფაქტობრივად მომხმარებლის გულის ცემას უგდებენ ყურს. მათი სამიზნე აუდიტორია უფრო გაიზარდა, მომხმარებლების ჩართულობაც მაღალია და მათმა უმეტესობამ წარმოუდგენელი მოგებაც ნახა.


ტრადიციონალისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციული მარკეტინგი ბრენდის მშენებლობაში, მაგრამ კორონავირუსის კრიზისი ამტკიცებს, რომ ციფრულ მარკეტინგს ახლა შეუძლია მთლიანად იკისროს ბრენდის განვითარება და ეს უფრო იაფი, სწრაფი და ეფექტური გზაა.


ამ კრიზისის დასრულების შემდეგ, ბრენდები უფრო და უფრო შეცვლიან თავიანთ ბიუჯეტებს ციფრული მარკეტინგისთვის. წარმოიქმნება ახალი ციფრული ბიზნესები, რომლებიც მომხმარებელთა ფართო სპექტრს მოერგება და მათთან კომუნიკაცია ინტერნეტის გავლით ექნებათ.



3. მონაცემები დარჩება ეპიცენტრად


მონაცემთა სწორი ანალიზი ნიშნავს თქვენი მომხმარებლებისა და მათი ქცევის ქცევის გაგებას. არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კრიზისის დროს, როდესაც ქცევითი ცვლა ხდება ისევე სწრაფად, როგორც ახლა. მონაცემები დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი არსებული და მომავალი მომხმარებლების შესახებ დეტალური გეგმა და გაძლევთ კონკურენტუნარიან უპირატესობას.   ბრენდებმა უნდა შეიმუშავონ მომხმარებლის ქცევაზე დაფუძნებული მარკეტინგული გეგმები, რომელთა სიზუსტეში სწორედ ის მონაცემები ეხმარებათ, რომლებსაც ციფრული სამყარო სთავაზობს მათ. სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ გარე სიტუაციებზე და მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმიზაცია მოახდინონ თავიანთი ხარჯვის მიზნებზე. თუ თქვენ არ ხართ მონაცემზე ორიენტირებული, ეს შეუძლებელია.





4. მეტი ბრენდი მიმართავს ეჯაილ მარკეტინგს


კვლავ გავიმეორებთ, კრიზისის დასრულების შემდეგ, კომპანიები გახდებიან უფრო ტექ-მეგობრულები და მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობილები. ადვილი არ არის პატარა პროექტიდან დიდისკენ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა რაც უფრო მალე დაიწყებთ, მით უკეთესი. ბრენდებმა, რომლებმაც დიდი ხნის წინ დაიწყეს ეს პროცესი, უფრო გაუადვილდათ ამ სიტუაციასთან გამკლავება, ვიდრე მათ, ვინც მოუმზადებლად იყვნენ.



5. ბრენდები იძულებულნი გახდებიან დაექმვემდებარონ ზოგად სამომხმარებლო ქცევას.


მოცემული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა თავიანთ სახლებში არიან იზოლირებულნი, ნებით თუ უნებლიეთ მათი ერთადერთი კავშირი გარესამყაროსთან და სხვებთან - ინტერნეტია. Facebook-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ იზოლაციის გამოცხადებიდან 48 საათის შემდეგ გაჩნდა უამრავი ახალი მომხმარებელი და messenger call-ების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა.


სოციალური მედია არხები ყოველთვის იყო ბრენდსა და მომხმარებელს შორის კავშირის იდეალური წყარო. აქამდე თუ მომხმარებელი ნაკლებ დროს ატარებდა ინტერნეტში და კომპანიას უწევდა სხვა მარკეტინგული გზების ძიებაც, რომ აუდიტორიას დაკავშირებოდნენ, ახლა მათ შეუძლიათ მთლიანად სოციალურ მედია არხებზე გადაერთონ და სხვა და სხვა აქტივობებით მომხმარებლებში ნდობა და სიმპათია უფრო გაზარდონ.


მაგალითად, ჯინსების მწარმოებელმა Levis- მა სწრაფადვე გამოიყენა სიტუაცია თავის სასიკეთოდ და მომხმარებელთან უფრო ახლო კონტაქტი და მათი მხარდაჭერა დაიწყო Instagram Live-ის დახმარებით. ის ყოველი ღამის 5 სთ-ზე რთავს კონცერტს, სადაც მონაწილეობენ მათი ბრენდის ელჩები Snoop Dogg, DaniLeigh და Kali Uchis.


კრიზისის შემდეგ, კომპანიები გააგრძელებენ ბიუჯეტის ზრდას სოციალურ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მშენებლობაზე. მეტი თანხა გადავა ტელევიზიიდან ციფრულ არხებზე.



6. ბრენდები გადააფასებენ მათ სოციალურ პასუხისმგებლობას


თუ არსებობს ერთი რამ, რაც კორონავირუსმა გვასწავლა, ის არის, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიმოქმედოთ ერთად საზოგადოების სიკეთისათვის. იქნება ეს საავადმყოფოში წინა ხაზზე ყოფნა, სუპერმარკეტებში თაროების შევსება, ან სოციალური დისტანციის პრაქტიკა და სახლში დარჩენა, ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ყველას გვაკისრია დიდი როლი და პასუხისმგებლობა, მოვიქცეთ ისე, როგორც საზოგადოების ინტერესისთვისაა უკეთესი.


რეკლამებსაც კი აქვთ როლი. ისინი უნიკალურ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ უშუალო კონტაქტი აქვთ თემებსა და მომხმარებლებთან. მათ უნდა გამოიყენონ ეს შანსი და მოერგონ თავიანთი მომხმარებლების ცვალებად მოთხოვნილებებს, პრობლემებს და გახდნენ სიმართლისა და პოზიტიური გავლენის წყარო. ერთი ბრენდი, რომელიც ამ გამოწვევაზე წამოვიდა, არის დიდი ბრიტანეთის მობილური ქსელი EE. მან დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებს უფასო ზარები, ტექსტები და ინტერნეტზე წვდომა მისცა, რათა მათ იზოლაციის დროს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარნონ.


ბრენდები, რომლებიც პასუხისმგებლობით არ მოქმედებენ, მომხმარებლების მხრიდან უარყოფით უკუკავშირს წააწყდებიან, რამაც შესაძლოა სამომავლო პრაქტიკაში ძალიან ცუდად იმოქმედოს ბრენდის პოპულარობაზე.



ავტორი:

გიორგი ჭანტურიძე

giorgi@influence.ge




წყარო:

https://www.artefact.com/news/6-ways-advertising-will-change-after-the-coronavirus-crisis/


159 views

GET IN TOUCH

or just drop by our office at FABRIKA - 8 Ninoshvili Street

+995 551 633 223

giorgi

Find us on Facebook

© Influence Georgia, company registration number 405194720, 8 Ninoshvili, Tbilisi Georgia. All rights reserved 2020