Search
  • Giorgi Tchanturidze

სოციალური მედიის სწორი სტრატეგია


Facebook-ს ყოველდღიურად 1,7 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. ასეთივე პოპულარულია Instagram და TikTok.


არ აქვს მნიშვნელობა ბრენდი დიდია, რომელსაც სურს იყოს პირველი თუ პატარა, რომელსაც ცნობადობის ამაღლება აქვს მიზნად დასახული. აუცილებელია სწორი სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შედგენა, რისთვისაც ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებაა მიზანშეწონილი:

· ვერ გაყიდი შენს პროდუქტს/მომსახურებას, თუ არ იცი ვინაა პოტენციური მომხმარებელი. საჭიროა გქონდეს ინფორმაცია სამიზნე სეგმენტის შესახებ: ვინ არიან და რაში შეიძლება დასჭირდე, რა არის მათი დემოგრაფიული მახასიათებლები, ინტერესები, რა ამოტივირებთ ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას.


ამ ყველაფრისთვის საჭიროა მომხმარებლების ბაზის შექმნა და სტრატეგიის ანალიზი:

· იცოდე ვინ ხარ - იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ბრენდი უკეთ გაიცნონ და დაიმახსოვრონ, აუცილებელია მას ჰქონდეს საკუთარი პერსონა, ფერები, ლოგო და კომუნიკაციის ტონი, რომელიც კონტენტის შექმნის დროსაც გამოიკვეთება

· იმისათვის, რომ ბრენდის სოციალური მედიის ვიზიტორები გადაიქცნენ მომხმარებლებად, კომპანიამ უნდა იცოდეს რა არის მისი მიზანი. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების ან ცნობადობის გაზრდა. ორივე შემთხვევაში საჭიროა მიზნისა და კამპანიის სავარაუდო შედეგების წინასწარ დადგენა

· იქამდე, სანამ კონტენტის შექმნას დაიწყებ, აუცილებელია გადაიხედოს კონკურენტების სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები. კარგი იქნება თუ ჩატარდება კონკურენტების კვლევა, რათა ბრენდმა შეძლოს საკუთარი კამპანიების უკეთ მართვა

· საჭიროა განისაზღვროს რომელი პლატფორმების გამოყენება ხდება, რომელ მათგანს უფრო მოიხმარს ბრენდის სამიზნე სეგმენტი და შემდგომ სწორედ მასზე მოხდეს უფრო მეტი აქტიურობა

· კონტენტის სტრატეგია მხოლოდ პოსტების შექმნასა და გაზიარებას არ ნიშნავს. უნდა არსებობდეს კონტენტ-გეგმა, რომლის ფარგლებშიც გვექნება დედლაინები, კალენდარი გაწერილი, თუ როდის იდება კონკრეტული პოსტი, შევქმნით ყოველთვიურ რეპორტს გამოვავლენთ სუსტ მხარეებს და მომავალში გადავაქცევთ ძლიერად

· კარგია, თუ ბრენდს ეცოდინება როგორ მოაქციოს ერთად გაყიდვები და სოციალური მედიის პოსტები. მხოლოდ პოსტების წერამ შეიძლება გვერდი ბლოგად აქციოს და არა ბრენდის ფეიჯად. ამის თავიდან არიდების ყველაზე მარტივი საშუალებაა პოსტების შექმნა ახალ პროდუქტებსა და მომსახურებაზე.




წყარო: https://www.socialbakers.com/blog/key-qualities-of-social-media-content-strategy


ავტორი: ლიკა სადრაძე

0 views

GET IN TOUCH

or just drop by our office at FABRIKA - 8 Ninoshvili Street

+995 551 633 223

giorgi

Find us on Facebook

© Influens Georgia LLC , company registration number 405194720, 73 Lvovi st. (office at 8 Ninoshvili), Tbilisi Georgia. All rights reserved 2020