Search
  • Echolize Team

ინფლუენსერ მარკეტინგი თაობა Z - ისთვის

Updated: Apr 3

2020 წლის მონაცემებით ეს ყველაზე ფართო თაობაა, რომელიც ხარჯავს თანხას სხვადასხვა შენაძენზე.


· Z თაობად 1995-2010 წლებში დაბადებული ახალგაზრდები ითვლებიან


· მათ „ციფრული სამყაროს მაცხოვრებლებადაც“ მოიაზრებენ, რადგანაც სხვებთან შედარებით ყველაზე მეტ დროს (დღეში საშუალოდ 3 საათს) ატარებენ სოციალურ მედიაში.


· მათ მოსწონთ სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენება და არიან მრავალფეროვანი საქმით გატაცებულები. ცხოვრობენ როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სამყაროში.

კვლევების თანახმად Z თაობა იცნობს ინფლუენსერებს, მათ 2/3-ს გამოწერილი ჰყავთ ისინი სოციალურ მედიაში და 50%-ზე მეტი ენდობა ინფლუენსერის რეკომენდაციებს. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ რეკლამებშიც კი ინფლუენსერებს ანიჭებენ უპირატესობას და არა სელებრითებს. სწორედ ამიტომ, ინფლუენსერ მარკეტინგი არაჩვეულებრივია მათთან ხმის მისაწვდომად.

ახლა კი ვნახოთ ის ძირითადი პლატფორმები, რომლებზეც ყველაზე მეტ დროს ატარებს ეს თაობა:


· TikTok - მოკლე ვიდეოების შექმნის აპლიკაცია, სადაც ბევრ ტრენდს ეყრება საფუძველი. Z თაობას მოსწონს ტიკტოკ ინფლუენსერები, რადგანაც თვლიან, რომ არიან ბუნებრივები, აკეთებენ მათ მოსაწონ, სახალისო და ტრენდულ კონტენტს, რაც იწვევს ახალგაზრდების ჩართულობის სურვილს.


· Instagram - ეს სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ახალგაზრდები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. სწორედ აქ იქმნება მათთვის საინტერესო, მარტივი და დადებითი კონტენტი. წინა წელს ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიების 93% სწორედ ინსტაგრამზე განხორციელდა. როგორც კვლევებმა აჩვენა თაობა Z - ისათვის ინფლუენსერების მიერ გაკეთებული რეკლამა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრენდის საიმიჯო ვიდეორგოლი/ფოტო პოსტი.


· YouTube - აღმოჩნდა, რომ როცა ახალგაზრდებს გართობა ან სიახლეების შესწავლა სურთ, ისინი იუთუბერ ინფლუენსერების არხებს მიმართავენ. ინსტაგრამისგან განსხვავებით YouTube კონტენტი ყოველთვის პროფესიონალური კამერითაა გადაღებული და იუთუბერების არხებიც მხოლოდ ერთი საკითხის ქვეშაა გაერთიანებული. ბრენდები მზად უნდა იყვნენ იუთუბერებთან კოლაბორაციისათვის. შესაძლოა ისინი უფრო ძვირი ღიდნენ ვიდრე ინსტაგრამერები, თუმცა მოგებაც მეტი მოაქვთ კომპანიისათვის.


საბოლოო შეჯამებაზე რომ გადავიდეთ, შერეული კონტენტი განსაზღვრავს ახალი თაობის ინტერესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტიკტოკზე იტვირთება ონლაინ თამაშებისათვის კონტენტი, ინსტაგრამ ინფლუენსერები წერენ პოდკასტებს, იუთუბერები განიხილავენ მიმებს და ა.შ. ჭკვიანმა ბრენდებმა მოგება უნდა ნახონ ასეთი მულტი-პლატფორმული კამპანიებისგან.


ახალგაზრდებისათვის კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი კითხულობენ პროდუქტების განხილვებს, კომენტარებს, ერთვებიან დიალოგში, რადგანაც ეს მათთვის like- ებზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც კამპანიები ინტერაქტიული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ბრენდების ამბასადორების პოვნა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, რადგანაც Z თაობას აღარ იზიდავს „ერთჯერადი პოსტები“.


საბოლოოდ, Z თაობა ყველაზე მეტად გამოირჩევა ინფლუენსერებისადმი ნდობითა და მეგობრობით. ამიტომაც მანამ, სანამ ბევრი კომპანია ათიათასობით დოლარს ხარჯავს ბანერებსა და სატელევიზიო ვიდეორგოლებზე, ჭკვიანი ბრენდები ინფლუენსერებს იყენებენ ახალგაზრდების მათი პროდუქტით დაინტერესებისათვის.

#generationZ #influencermarketing #tiktok #instagram #trends ავტორი:

ლიკა სადრაძე

lika@influence.ge

0 views

GET IN TOUCH

or just drop by our office at FABRIKA - 8 Ninoshvili Street

+995 551 633 223

giorgi

Find us on Facebook

© Influens Georgia LLC , company registration number 405194720, 73 Lvovi st. (office at 8 Ninoshvili), Tbilisi Georgia. All rights reserved 2020